„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პავილიონის მშენებლობა „ელემენტ ქონსთრაქშენთან“ პარტნიორობით გადავწყვიტეთ“, - „აპარატუს სტუდიო“.
სამშენებლო სამუშაოები 5000 კვ.მ. ტერიტორიაზე, თბილისში მიმდინარეობს.
პავილიონის მშენებლობის მიზანი კრეატიული ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოში გლობალური პროექტების მოზიდვაა.
„აპარატუს სტუდიო“ „ბუმერანგ ფილმსის“ შვილობილი
კომპანიაა, რომელიც
კინო/სარეკლამო სფეროში 15 წელია ოპერირებს. მისი პორტფოლიო ძირითადად
საერთაშორისო პროექტებს ეთმობა.