მიზანი
ჩვენი მიზანია გავხდეთ ლიდერი სამშენებლო კომპანია საქართველოში, რომელიც სთავაზობს თავის დამკვეთ კომპანიებს მათზე მორგებულ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფს მათი მაღალი ხარისხით შესრულებას.
სტრატეგია
„ელემენტ კონსტრაქშენი"-სათვის მნიშვნელოვანია სიზუსტის დაცვა მშენებლობისყველა ელემენტში. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით კომპანია გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას, გონივრულ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს, მშენებლობის დაგეგმვის, მართვის და შესრულების კუთხით. ჩვენი მოტივირებული გუნდი მუდამ ისწრაფვის განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ. ამ სტრატეგიით „ელემენტ კონსტრაქშენი“ განაგრძობს ზრდასა და წინსვლას მიზნის მისაღწევად.
ფასეულობები
პატიოსნება: დამკვეთებთან ურთიერთობები ეფუძნება გულწრფელობას, სანდოობასა და ერთსულოვნებას.
ეფექტურობა: დამკვეთს ვთავაზოთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სრულად მიესადაგება მათ მოთხოვნებს და საბოლოოდ, წარმატებული პროექტის საფუძველი ხდება.
პასუხისმგებლობა: ორიენტირებულები ვართ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაზე და ხარვეზების პრევენციაზე.
განვითარება: ხელს ვუწყობთ თითოეული თანამშრომლის უნარების და შესაძლებლობების განვითარებას. ცოდნისა და თანამედროვე მიღწევების საშუალებით ჩვენ ვაუმჯობესებთ, როგორც სამშენებლო, ასევე პროექტების მართვის პროცესებს.