პაატა ჩიტორელიძე - დამფუძნებელი
პაატა ჩიტორელიძე დაიბადა 1977 წელს.
სწავლობდა ქ. თბილისის 61-ე, შემდეგ კი ვლადიმირ
კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლაში. უმაღლესი
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო - კომერციისა და
მარკეტინგის მიმართულებით. მაგისტრის ხარისხი კი, ბიზნესის
ადმინისტრირების პროგრამით, ESM-ში დაიცვა.
პაატა ჩიტორელიძის სახელი კარგადაა ცნობილი ქართულ საბანკო
სექტორში. 2001-2018 წლებში, „თიბისი ბანკში“ მას
სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეკავა. მათ შორის იყო კორპორატიული
რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი. 2018 წელს, კორპორატიული და
საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოსტზე მყოფმა,
ამჯობინა საკუთარი ძალები მთლიანად მისივე დაფუძნებული სამშენებლო
კომპანიისთვის დაეთმო.
„ელემენტ კონსტრაქშენი“ პაატა ჩიტორელიძემ 2007 წელს დააფუძნა.
თავიდანვე განისაზღვრა კომპანიის ძირითადი კრიტერიუმი და
ფასეულობა: ხარისხი და უსაფრთხოება. აღნიშნული ნიშით
,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სამშენებლო ბაზარზე გამორჩეულ
ბრენდად ჩამოყალიბება შეძლო. პროექტების მზარდმა რაოდენობამ კი
კომპანიას მალევე მისცა გაფართოების საშუალება. პაატა ჩიტორელიძის
შეფასებით, ,,ელემენტ კონსტრაქშენი” იქცა ერთგვარ პლატფორმად, სადაც
მშენებლებს ერთი შეხედვით, არარეალური პროექტების განხორციელებაც კი
შეუძლიათ. გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი ნებისმიერი
სირთულის პროექტს ართმევს თავს და დამკვეთებს ინოვაციურ სამშენებლო
გადაწყვეტილებებს სთავაზობს. პაატა ჩიტორელიძის განცხადებით, მუდმივი
განვითარებისა და სიახლეების პარალელურად, მისთვის ,,ელემენტ
კონსტრაქშენი“ ერთი უცვლელი წესის გარშემო ტრიალებს - მაქსიმალური
პასუხისმგებლობა დამკვეთისა და საკუთარი თანამშრომლების წინაშე.
ლევან ბერაძე - დამფუძნებელი
მშენებლობის ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, 1996 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა. სწავლა გერმანიაში, 1998 წელს, მიუნსტერის ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელა - მშენებლობის მართვის სპეციალობით.
განათლების მიღების პარალელურად, 2000-2003 წლებში, მუშაობდა გერმანულ სამშენებლო კომპანია ,,რუკვერკში“ სამუშაოთა მწარმოებლად. იმავე პოზიციას ამჯერად უკვე კომპანია ,,ბრეფელდში“, 2003-2005 წლებში, იკავებდა.
2005 წელს, მიუნსტერის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლევან ბერაძე საქართველოში დაბრუნდა და 2007 წელს სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ დააფუძნა. გერმანული სამშენებლო ინდუსტრიის პრინციპების დანერგვა წარმატებული აღმოჩნდა. კომპანიამ მალევე შეძლო ბაზარზე ცნობილ და სანდო ბრენდად ჩამოყალიბება. დღეს კი, ,,ელემენტ კონსტრაქშენი“, სამოქალაქო, სამრეწველო თუ ჰიდროტექნიკური მიმართულებით, მრავალი ცნობილი მშენებლობის ავტორია.