გამორჩეულ ლოკაციაზე, აჭარაში, "ელემენტ ქონსთრაქშენი" სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსს - "ბუკნარი" აშენებს.
სამოქალაქო მშენებლობა 11, 335 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის საწყისი ეტაპი მოიცავს სასტუმრო კომპლექსს რეკრეაციული ზონებით, რესტორნით, დახურული საცურაო აუზითა და სპორტული მოედნით. აპარტამენტებიდან იშლება პანორამული ხედები ზღვასა და მთაზე, ხოლო მთლიანი კომპლექსი მდებარეობს ზღვის სანაპირო ზოლიდან 10 მეტრში.
„ელემენტ ქონსთრაქშენი“ პროექტს „ლისი დეველოპმენტის“ დაკვეთით ახორციელებს.