„ელემენტ ქონსთრაქშენმა" პროფესიული უნარების მომზადება-გადამზადების ცენტრი გახსნა. სასწავლო დაწესებულების ამოქმედება USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში იქნა შესაძლებელი.
თანამშრომლობა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
საგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში,
ა.ენუქიძის #7-ში მდებარეობს და იგი საერთაშორისო სტანდარტების
ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი.