ელემენტ ქონსთრაქშენმა ლიბო გრუპის დაკვეთით კიდევ ერთი პროექტი დაიწყო

2023 წელს წარმატებით დასრულებული  ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის შემდეგ, „ელემენტ ქონსთრაქშენისა“ და „ლიბო გრუპის“ თანამშრომლობა გრძელდება.

მასშტაბებისა და ოპერირების არეალის გაფართოებამ „ლობო გრუპი“  ახალი საწყობის საჭიროების წინაშე დააყენა.

აღსანიშნავია, რომ „ელემენტ ქონსთრაქშენია“ ობიექტის პროექტირების ავტორიც. პროცესი 8 400 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ხოლო სასაწყობო შენობის მოცულობა 4 900 კვ.მ.-ია.

მშენებლობა რკინაბეტონი ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით ხორციელდება. დასახელებული პროდუქტი აქტიურად გამოიყენება ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობისას.

რკინაბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს არაერთი უპირატესობა ახლავს:  50%-ით დაჩქარებული სამშენებლო-სამონტაჟო პროცესი, ხარისხისა და ექსპლუატაციის გაზრდილი მაჩვენებლები, ხარჯების ოპტიმიზაცია, მინიმუმამდე დაყვანილი რისკები, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დანაზოგები.

18.11.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული