ელემენტ ქონსთრაქშენი დიპლომატ ჯორჯიას საწყობს აშენებს

"ელემენტ ქონსთრაქშენის"  მორიგი პროექტი  სადისტრიბუციო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი წარმომადგენლის "დიპლომატ ჯორჯიას" დაკვეთით მიმდინარეობს.

პროექტი, 3 833 კვ.მ. ტერიტორიაზე, სასაწყობო სივრცის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაო პროცესი სასაწყობო ინდუსტრიის უახლესი სტანდარტებისა და სპეციფიკაციების მიხედვითაა განსაზღვრული.

პროექტი ტერიტორიაზე არსებული სასმელი და სახანძრო წყლის რეზერვუარების სრულ რეკონსტრუქციასაც ითვალისწინებს.

შპს „დიპლომატი“ საქართველოში  2008 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის, სწრაფი მოხმარების პროდუქციისა (FMCG) და საკვების ბრენდების  წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას წარმოადგენს.


10.10.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული