მშრალი პორტის მშენებლობა

"ელემენტ ქონსთრაქშენი" ლოგისტიკური ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

კომპანია მშრალი ტვირთების სასაწყობო ცენტრს აშენებს. პროექტი თბილისში, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, მიმდინარეობს. 

"ელემენტ ქონსთრაქშენია" პროექტის აღნიშნული ნაწილის პროექტირების ავტორიც. ლოგისტიკური სივრცის გარდა, დაგეგმილია საოფისე ფართის მშენებლობაც.

პროექტის  კონცეფცია მოიცავს მშრალი პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას საკონტეინერო, სარკინიგზო, საავტომობილო და სასაწყობო მიმართულებებით. გეგმის მიხედვით, პორტი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გადაიქცევა რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად.

"ელემენტ ქონსთრაქშენი" ინდუსტრიულ მშენებლობას „თბილისი დრაი პორტის“ დაკვეთით ახორციელებს.


11.09.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული