საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს "ელემენტ ქონსთრაქშენის" სამოქალაქო მშენებლობის პროექტები.
მათ შორისაა, „თელავი მოლის“ ობიექტი. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 15 749 კვ.მ. ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
„თელავი მოლში“ წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდები. კომერციული ობიექტი ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრისთვის არსებულ ყველა გლობალურ სტანდარტს და მორგებულია ვიზიტორების მაქსიმალურ კომფორტზე.
"ელემენტ ქონსთრაქშენი" მშენებლობას შპს “ემ პი დეველოპმენტის” დაკვეთით ახორციელებს. კომპანია საქართველოს კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და “თელავი მოლი” მისი რიგით მე-14 სავაჭრო ცენტრია.