ინდუსტრიული მშენებლობის ჭრილში, „ელემენტ კონსტრაქშენმა“ „კოკა-კოლასთვის“ ახალი სასაწყობო სივრცის მშენებლობა უზრუნველყო.
პროექტის ფარგლებში, საწარმო კომპლექსისგან დამოუკიდებელი სასაწყობო ფართი შეიქმნა. იგი სრულად მორგებულია საერთაშორისო სადისტრიბუციო სტანდარტებს.
სასაწყობო შენობა 2 000 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს. მშენებლობის ნაწილი, კერძოდ კი სვეტების ფორმირება, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით შესრულდა.
„ელემენტ კონსტრაქშენს“ გლობალურ ბრენდთან წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, „ელემენტ კონსტრაქშენის“ ინდუსტრიული მშენებლობის პორტფოლიოში წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიაში „კოკა-კოლას“ ყველაზე დიდი საწარმოო კომპლექსი. პროექტი 18500 კვ.მ. საწარმოო და სასაწყობე შენობისგან, 760 კვ.მ. ქარხნის შიდა საოფისე სივრცისგან, ლაბორატორიისა და სხვა ტექნიკური ფართებისგან შედგება.