„ელემენტ ქონსთრაქშენი“ კვლავ N1 ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიაა - რეიტინგს მარკეტინგული კვლევის კომპანია GLOBAL IDEA-სა და ბიზნეს გამოცემა THE FINANCIAL-ის კვლევა უდევს საფუძვლად. საუკეთესო ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის სტატუსი „ელემენტ ქონსთრაქშენს“ ბიზნეს დაჯილდოების „გოლდენ ბრენდის“ მიერ უკვე მესამედ გადაეცა.
წლის წამყვან ბიზნეს დაჯილდოებაზე გამარჯვებული კვლევის საფუძველზე ვლინდება. გამოკითხვაში მონაწილეობენ: სახელმწიფო, არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. პარალელურად, გამოიკითხა 2000-ზე მეტი მომხმარებელი.