"ელემენტ ქონსთრაქშენმა" ინდუსტრიული მშენებლობა დაასრულა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ კიდევ ერთი ბრენდისთვის - „მთის“.
სასმელი წყლის საწარმო ნატახტარში, მუხრანის ველზე არსებულ „კოკა-კოლას“ კომპლექსის ტერიტორიაზე აშენდა. 6 700 კვ.მ. ტერიტორიაზე განლაგებული „მთის“ საწარმო აერთიანებს საწარმოო ზონას, სასაწყობო სივრცეს, ლაბორატორიებსა და საოფისე ნაწილს.
"ელემენტ ქონსთრაქშენმა" ინდუსტრიული მშენებლობისას, კედლის ვერდიკალებისა და სვეტების ფორმირებისთვის, რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები გამოიყენა.
ამჟამად ქარხანაში საწარმოო ხაზის მონტაჟი მიმდინარეობს. შენობა აღჭურვილია იტალიური დანადგარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებს.
„მთის“ საწარმო სრული დატვირთვით 2024 წლის აგვისტოში ამოქმედდება და საუკეთესო ხარისხის პროდუქციას ევროკავშირის არაერთ ქვეყანას შესთავაზებს.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ მტკნარი წყლის მოპოვებაზე 25-წლიანი ლიცენზია 2019 წელს მიიღო. „მთის“ წყალის ბრენდის შექმნაში 3 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდა.