ელემენტ კონსტრაქშენმა სონნივა ჯორჯიას საწყობი ააშენა

„ელემენტ კონსტრაქშენმა“ თბილისში, „სონნივა ჯორჯიას“ დაკვეთით მიმდინარე ინდუსტრიული მშენებლობა დაასრულა.

აღნიშნულ პროექტს ინოვაციური მიდგომები ახლდა - იგი სრულად რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით აშენდა.

„სონნივა ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. იგი  მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ავეჯის აქსესუარებითა და სერვისით უზრუნველყოფს. კომპანია დამკვეთებს გლობალური ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.

„ელემენტ კონსტრაქშენის“ ინდუსტრიული მშენებლობის შედეგი კი სრულად ითვალისწინებს სასაწყობო სფეროსთვის  მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს.

14.05.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული