გრძელდება ელთიბის ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა

,,ელემენტ კონსტრაქშენი’’ აქტიურად განაგრძობს “ელთიბის” ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობას.

 მასშტაბური პროექტი 6 620 კვ.მ. ტერიტორიას მოიცავს და იგი ორი შენობისგან (საწარმო და ოფისი)  შედგება.

ორსართულიანი ქარხანა მოიცავს საწარმოო და სასაწყობო ზონებს. ოთხსართულიანი შენობა კი ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.  პირველ სართულზე “ელთიბის” ვიზიტორებს საგამოფენო სივრცე დახვდება, დარჩენილი სართულები კი კომპანიის თანამშრომლების სამუშაო სივრცეებად გადანაწილდება.

პროექტი  ენერგოეფექტურობით გამოირჩევა – ნარჩენების გადამუშავების ხარჯზე მიღებული ენერგია წარმოებას მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება.

 ,,ელემენტ კონსტრაქსენმა’’ საოფისე ნაწილში  მონოლითის, ლითონისა და ბლოკის სამუშაოები, ხოლო საწარმოს ნაწილში რკინა-ბეტონის სამუშაოები განახორციელა. ამჟამად მიმდინარეობს ლითონის გადახურვის სისტემისა და  გარე საკომუნიკაცია ქსელების მონტაჟი.

მომდევნო ეტაპზე კი დაგეგმილია  ფასადის მოპირკეთება, ტერასების იზოლაცია, მოჭიმული იატაკის მოწყობა, შიდა სარემონტო/საინჟინრო სამუშაოები და სახურავის სენდვიჩ-პანელებით მოპირკეთება.

 ინდუსტრიული მშენებლობის დასრულება 2025 წელს იგეგმება.

აღნიშნულ გრანდიოზულ პროექტს წინ უძღოდა „ელემენტ კონსტრაქშენისა“ და „ელთიბის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 2021 წელს ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ პანდემიის დროს მოქმედი რეგულაციების პირობებში, ვადაზე ადრე დაასრულა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური საწარმო ნაგებობის მშენებლობა. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ ინდუსტრიულ სამშენებლო პორტფოლიოში ასევე წარმოდგენილია „ელთიბის“ პირველი საწარმო.

 

 

 

 

07.05.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული