„საუკეთესო - ასე შევაფასებდით „ელემენტ კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობის პროცესსა და შედეგს“, - აცხადებს ვლადიმერ სახელაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი.
მისი განმარტებით, უნივერსიტეტმა სამშენებლო კომპანიისგან მოქმედ სტანდარტებზე მაღალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები მიიღო.
თანამშრომლობის ფარგლებში, „ელემენტ კონსტრაქშენმა“ საბაუნის საერთო საცხოვრებელი სრული სამშენებლო, სარემონტო და ელექტრო-საინჟინრო სერვისით უზრუნველყო. სამუშაოები 5 000 კვ.მ. ტერიტორიაზე განხორციელდა.
საცხოვრებელი ოთახები, საგამოფენო სივრცე, სპორტული დარბაზი, კაფეტერია, სასაწყობო ოთახები - ახალაშენებული კამპუსი ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც სტუდენტების ცხოვრებას უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს და დასამახსოვრებელს გახდის.
საერთო საცხოვრებელი საბაუნის სტუდენტებს სექტემბრიდან უმასპინძლებს.