ელემენტ კონსტრაქშენი სასტუმრო ბუკნარის მშენებლობას იწყებს

„ელემენტ კონსტრაქშენი“ აჭარაში სასტუმრო აპარტამენტების კომპლექსის - „ბუკნარი“ მშენებლობას იწყებს.

ათსართულიანი შენობა მოიცავს რესტორანს, სპორტულ მოედანსა და დახურულ აუზს. სამშენებლო პროცესი 11,335 კვ.მ. ტერიტორიაზეა დაგეგმილი. კომპლექსი მდებარეობს ბუკნარში, რომელიც უნიკალური ლოკაციაა ზღვასა და მთას შორის, გამორჩეული სუბტროპიკული კლიმატით, ბათუმიდან 7 წუთის სავალზე.

„ელემენტ კონსტრაქშენი“ პროექტს „ლისი დეველოპმენტის“ დაკვეთით ახორციელებს. კომპანია ხასიათდება  მწვანე და ინოვაციურ მიდგომებით უძრავი ქონების ბაზარზე. „ლისი დეველოპმენტმა“  პირველმა დაამკვიდრა უნიკალური პრინციპი- 80/20 . აღნიშნული გულისხმობს,  რომ კომპანიის პროექტებში, ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზეა განლაგებული შენობები, ხოლო დანარჩენი 80%-ი გამწვანებასა და დამატებით ინფრასტრუქტურას ეთმობა.
22.03.2024
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული