"ელემენტ კონსტრაქშენი" დეველოპერულ სექტორთან თანამშრომლობას განაგრძობს. კომპანია აქტიურად ახორციელებს თანამედროვე კონცეფციის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.
„დადიანი N100” - ეს „ელემენტ კონსტრაქშენის“ ახალი პროექტია, რომელიც ამავე დასახელების მისამართზე, თბილისში შენდება. გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, ეფექტური ხედებითა და მრავალმხრივ ხელსაყრელი ადგილმდებარეობით.
პროექტი 8-სართულიანია. პირველი და მეორე სართული კომერციული დანიშნულების ობიექტებს დაეთმობა. საცხოვრებელი კომპლექსი 36 ბინას მოიცავს. მაცხოვრებელთათვის გათვალისწინებულია ასევე პარკინგი და შენობის წინ - სკვერის მოწყობა. კორპუსი ნაძალადევის მეტროდან 300 მეტრში მდებარეობს.
სამშენებლო ფართი 5 000 კვ.მ-ია, სამოქალაქო მშენებლობა კი „თბილისი ორიენტალის“ დაკვეთით მიმდინარეობს.