ელემენტ კონსტრაქშენმა ლიბო გრუპის ლოგისტიკური ცენტრი ააშენა

„ელემენტ კონსტრაქშენმა“ სადისტრიბუციო კომპანიის „ლიბო გრუპი“ ლოგისტიკურ ცენტრზე დაასრულა მუშაობა.

ინდუსტრიული მშენებლობა 6 000კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. სასაწყობო შენობის ფართობი  2 400 კი კვ.მ-ია.

„ელემენტ კონსტრაქშენია“ ობიექტის პროექტირების ავტორიც.

ლოგისტიკური ცენტრი უკვე აქტიურად ფუნქციონირებს.

16-წლიანი გამოცდილებით,  ,,ლიბო გრუპი“,  სამომხმარებლო ქსელს საერთაშორისო ბრენდების პროდუქციით ამარაგებს.  იგი  ფარავს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა წამყვან სავაჭრო ობიექტს. კომპანია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფარგლებს გარეთაც.


25.10.2023
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული