„ელემენტ კონსტრაქშენმა“, ღვინის კომპანიის „ვაინ კახეთი“ დაკვეთით, კიდევ ერთი საწარმო დააპროექტა და ააშენა.
დიზაინ ბილდის გარდა, სამშენებლო კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მონტაჟი განახორციელა.
აღნიშნულ თანამშრომლობას წინ უძღოდა, 2021 წელს, 6 000 მ² ტერიტორიაზე, განხორციელებული პირველი საწარმოს მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა ახალი პროექტის დაწყება დააანონსეს.
„ვაინ კახეთი“ საფერავის, რქაწითელის, კახური
მწვანეს, ქისისა და ხიხვის ჯიშის ვენახებს ფლობს. კომპანია პროდუქციის
ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.