რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების გამოყენებით, N1 ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" ახალ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს.
სასაწყობო ფართი „გრიმ ტერმინალის“ დაკვეთით შენდება. სამუშაო პროცესი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 6 000 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციები პროექტს სტრატეგიულ უპირატესობებს სთავაზობს: 50%-ით დაჩქარებული სამშენებლო-სამონტაჟო პროცესი, ხარისხისა და ექსპლუატაციის გაზრდილი მაჩვენებლები, ხარჯების ოპტიმიზაცია, მინიმუმამდე დაყვანილი რისკები, კონსტრუქციული და ტექნოლოგიური დანაზოგები.
რკინაბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს „ელემენტ ჰოლდინგი“ აწარმოებს.