"ელემენტ კონსტრაქშენმა" „ალფა პეტის“ სასაწყობო ნაგებობის მშენებლობა დაასრულა. პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში, 2 500 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელებულმა „ელემენტ კონსტრაქშენმა“ პროექტი განსაზღვრულ ვადებსა და სასაწყობო ნაგებობის სპეციფიკაციების განთვალისწინებით შეასრულა.
,,ალფა პეტის“ საქმიანობის სფერო პლასტიკური
ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის პროდუქტების ტარას წარმოებაა.
კომპანია აქტიურად ახორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს
სხვადასხვა ქვეყანაში.