ელემენტ კონსტრაქშენმა ვილა კაპიტალის საწყობი ააშენა

 N1 ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის „ელემენტ კონსტრაქშენი“ წარმატებით დასრულებულ პროექტებს შთამბეჭდავი ობიექტი დაემატა. „ვილა კაპიტალის“ დაკვეთით, სოფელ გამარჯვებაში, სასაწყობო სივრცის მშენებლობა დასრულდა.

„საკუთარი შესაძლებლობები და  ხარისხი კომპანიამ დაამტკიცა როგორც შედეგით, ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესში. ჩვენ განვაგრძობთ გაფართოებასა და მასშტაბების განვითარებას. შესაბამისად, ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით, რასაკვირველია კვლავ „ელემენტ კონსტრაქშენთან“ პარტნიორობას მოვიაზრებთ“, - აცხადებს „ვილა კაპიტალის“ დამფუძნებელი ირაკლი მაჩიტიძე.

„ელემენტ კონსტრაქშენის“ გუნდმა  ობიექტის აშენება სპეციფიკაციის ყველა ნიშნისა და სასაწყობო ინდუსტრიის სტანდარტების სრული გათვალისწინებით უზრუნველყო.

პროექტების მართვის ეფექტური  პრაქტიკის შედეგად კი, სამშენებლო სამუშაოები განსაზღვრულ ვადაზე ადრე დასრულდა.

28.07.2023
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული