გოლდენ ფარმსი - ელემენტ კონსტრაქშენთან პარტნიორობით საუკეთესო შედეგი მივიღეთ

„მშენებლობის დაწყებამდე ბაზარზე არსებული კომპანიები შევისწავლეთ.  არჩევანი საუკეთესოზე შევაჩერეთ და „ელემენტ კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა გადავწყვიტეთ“,- აცხადებს „გოლდენ ფარმსის“ დირექტორი დავით ლაბარტყავა.

მისი განმარტებით, კომპანიამ საწარმოს სამშენებლო სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებში შეასრულა, პროცესის დროს კი ბევრი დეტალი დამკვეთის სასარგებლოდ შეცვალა.

„მნიშვნელოვანი იყო „ელემენტ კონსტრაქშენის“ ცოდნა და გამოცდილება ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. შედეგად, ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემა ავირიდეთ“,-განმარტავს დავით ლაბარტყავა.

საწარმოო ნაწილის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამჟამად საოფისე სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

,,გოლდენ ფარმსი“ 2020 წლიდან ოპერირებს. მის საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია ფლობს  გლობალ გაპ-ის (Global G.A.P.)   და გლობალ გრასპ-ის (Global GRASP)  სერთიფიკატს. მის საკუთრებაშია  სოფელ პირველ ხორგაში  მოცვის პლანტაციები 90 ჰ ტერიტორიაზე. უახლოეს პერიოდში, ,,გოლდენ ფარმსი“ პლანტაციების გაფართოებასაც გეგმავს.

04.07.2023
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული