"ელემენტ
კონსტრაქშენი" N1 ინდუსტრიულ სამშენებლო კომპანიად დასახელდა.
აღნიშნული წოდება ბრენდმა წლის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს
დაჯილდოვებაზე Golden Brand უკვე მეორედ მოიპოვა. გამარჯვებულის
გამოსავლენ კვლევაში მონაწილეობენ: სახელმწიფო, არასამთავრობო და
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები
ეკონომიკურ საკითხებში, ხელმძღვანელი პირები, ბიზნესის
ადმინისტრირების სპეციალისტები, საკონსულტაციო კომპანიები, უმაღლესი
სასწავლებების პროფესორ-მასწავლებლები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ
ღონისძიებაზე საპასუხისმგებლო ჯილდოთი "ელემენტ ჰოლდინგიც"
დაჯილდოვდა. მას "ოქროს ბრენდი" სამშენებლო სექტორის განვითარებაში
შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. ბიზნეს დაჯილდოება მარკეტინგული
კვლევის კომპანია GLOBAL IDEA-სა და ბიზნეს გამოცემა THE FINANCIAL
ორგანიზებით ტარდება.