„ელემენტ კონსტრაქშენი“ მორიგ ინდუსტრიულ მშენებლობას „ალფა პეტის“ დაკვეთით ახორციელებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში, კომპანიის სასაწყობო ნაგებობის მშენებლობაა დაწყებული. სამუშაოები 2 500 კვ.მ. ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
,,ალფა პეტის“ საქმიანობის სფერო პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის პროდუქტების ტარას წარმოებაა. კომპანია აქტიურად ახორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში.