,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ლოგისტიკური
კომპანიის “A Logistics Company” კიდევ ერთი სასაწყობო შენობის
მშენებლობა დაიწყო.
სამშენებლო ნაწილს წინ უძღოდა უკვე არსებული პროექტის კორექტირება.
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიერ შეთავაზებული კონსტრუქციული გადაწყვეტა
დამკვეთისთვის კი ოპტიმალური აღმოჩნდა - სამშენებლო პროცესის
ხანგრძლივობისა და რესურსების მინიმალიზების თვალსაზრისით.
ინდუსტრიული მშენებლობა დიდ დიღომში, 4800კვ.მ. ტერიტორიაზე
მიმდინარეობს. ,,A Logistics Company“ საქართველოში ერთ-ერთ წამყვანი
სასაწყობო-ლოგისტიკური ცენტრია.
კომპანია მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული სერვისებითა და
საერთაშორისო სტანდარტებით ოპერირებს.
A Logistics Company-ის სასაწყობო ცენტრის მშენებლობა
12.04.2023