ელემენტ კონსტრაქშენი მოცვის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს

,,ელემენტ კონსტრაქშენი  სამეგრელოში მოცვის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებს. პროექტი გამორჩეულია მასშტაბურობით. ინდუსტრიული მშენებლობის დასრულების შემდეგ, ,,გოლდერ ფარმსის მფლობელობაში არსებულ საწარმოს რეგიონში მოცულობით ანალოგი არ ექნება.

 შენობა-ნაგებობა  1340 კვ.- მოიცავს და მოიაზრებს სამაცივრე მეურნეობასა და გადასამუშავებელი ხაზისთვის საჭირო სივრცეს.

 საწარმო მნიშვნელოვან როლს შეიტანს რეგიონში დასაქმების მაჩვენებელზე. აქტიურ პერიოდში,  200-300 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. განსაზღვრულია საექსპორტო ბაზარიც, რაც არაბეთის ყურის და შუა აღმოსავლეთის ათვისებას გულისხმობს.

 ,,გოლდენ ფარმსი“ 2020 წლიდან ოპერირებს. მის საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია ფლობს  გლობალ გაპ-ის (Global G.A.P.)   და გლობალ გრასპ-ის (Global GRASP)  სერთიფიკატს. მის საკუთრებაშია  სოფელ პირველ ხორგაში  მოცვის პლანტაციები 90 ტერიტორიაზე. უახლოეს პერიოდში, ,,გოლდენ ფარმსი პლანტაციების გაფართოებასაც გეგმავს.

07.02.2023
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული