ელემენტ კონსტრაქშენმა და მ2-მა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

,,ელემენტ კონსტრაქშენი" m2-ის მიმდინარე პროექტში  - ,,m2 მირცხულავაზე“  ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას განახორციელებს. პარტნიორობის ხელშეკრულებას სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი და თანამშრომლობის მიზნებზე ისაუბრეს.

,,m2, როგორც ლიდერი კომპანია უძრავი ქონების ბაზარზე, უკვე 15 წელზე მეტია ქმნის საქართველოში ცხოვრების თანამედროვე სტანდარტს. ჩვენი მიზანია, ქვეყანაში ისეთი პროექტები განვახორციელოთ, სადაც სამშენებლო პროცესები მსოფლიო სტანდარტებთან იქნება გათანაბრებული.  მაღალი ხარისხი, ვადებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა -სწორედ ამ ფაქტორებითაა ცნობილი ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ და დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება“ -  განაცხადა   m2 -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.

თანამშრომლობა პროექტში - „m2 მირცხულავაზე“ საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი,  24 და 25 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას გულისხმობს, რომელიც 70 000 კვ.მ-ზე იქნება განთავსებული.

,,ელემენტ კონსტრაქშენსა“ და "m2-ში აცხადებენ, რომ დასახელებული კომპლექსების გარდა, კომპანიებს შორის უკვე დაწყებულია ახალ პროექტებზე აქტიური მოლაპარაკებები.

22.12.2022
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული