,,ელემენტ
კონსტრაქშენმა” Real Estate Job Fair 2022-ში მიიღო მონაწილეობა.
კომპანიამ დაინტერესებულ პირებს არსებული ვაკანსიები და დასაქმების
შესაძლებლობები გააცნო.
ღონისძიებაზე
დამსაქმებლები სამშენებლო-დევლოპერული სექტორიდან იყვნენ
წარმოდგენილები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სეგმენტაციით დასაქმების
ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
Real Estate Job Fair
2022-ის საგამოფენო ცენტრმა ,,ექსპო ჯორჯია“ უმასპინძლა. ღონისძიება
FIABCI-Georgia-ს, Property Georgia-სა და CMC-ის ორგანიზებით
გაიმართა.