Wendy's EC-თან ახალ პროექტს აანონსებს
2 თვით ადრე დასრულებული მშენებლობა და ახალი დიზაინ კონცეფცია - Wendy's აცხადებს, რომ გამორჩეულად წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ, ამერიკული ბრენდი ,,ელემენტ კონსტრაქშენთან" პარტნიორობას განაგრძობს. დაგეგმილია მორიგ რესტორანზე მუშაობა, რომლის მშენებლობის და პროექტირების ავტორი კვლავ ქართული სამშენებლო კომპანია იქნება.
Wendy's გენერალური დირექტორის შეფასებით, ,,ელემენტ კონსტრაქშენი" ინოვაციურ ტექნოლოგიებზეა ორიენტირებული, კარგად დაგეგმილმა სამშენებლო ციკლმა კი რესტორანს ვადაზე ადრე გახსნის საშუალება მისცა.
,,თანამშრომლობის შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პორტფოლიოდან გამომდინარე, დარწმუნებულები ვიყავით ,,ელემენტ კონსტრაქშენის" შესაძლებლობებში. ვიცოდით, რომ კომპანია კარგად იცნობს საერთაშორისო ბრენდების სპეციფიკასა და მოთხოვნებს", - აღნიშნავს გიორგი მშვილდაძე.
Wendy's მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია. იგი მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.
22.09.2022