ელემენტ კონსტრაქშენმა Wendy’s ახალი ფორმატის რესტორანი ააშენა

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“  Wendy’s ახალი ფორმატის რესტორანი ააშენა. პროექტი ამერიკული რესტორნების ქსელის 2023 წლის კონცეფციის ნაწილია, რომელიც განსხვავებული არქიტექტურით, დიზაინით და ტექნოლოგიებით გამოირჩევა.

განხორციელებული სამუშაოები მოიცავს  სამშენებლო, სარემონტო, საინჟინრო ნაწილსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. მნიშვნელოვანია, რომ ახალგახსნილი ობიექტის პროექტირების ავტორიც ,,ელემენტ კონსტრაქშენია“. მსგავსი დიზაინით Wendy’s რესტორანი ამერიკაში მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდება.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“  ნამუშევარს რესტორნის გახსნის ცერემონიაზე გაეცნენ აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე,  ,,ვენდის“ ვიცე-პრეზიდენტი რაჯივ საბჰარვალი და კომპანიის საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლები.
31.08.2022
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული