,,ელემენტ კონსტრაქშენმა" ,,ჰოლიდეი ინნ ექსპრესის" მშენებლობა დაასრულა. საერთაშორისო ბრენდის ობიექტი დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ავლაბარში მდებარეობს.
ელემენტ კონსტრაქშენმა ობიექტზე განახორციელა:რკინა-ბეტონის სამუშაოები;
შიდა ტიხრებისა და ჭერის მოწყობა;
იატაკის მოჭიმვა და თვითსწორებადი იატაკის მოწყობა;
ფასადის ლესვა და სამღებრო სამუშაოები;
ფასადის თბოიზოლაციის მოწყობა.
Holiday Inn Express-ის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel
Collection International (HCI) განახორციელებს. სასტუმროს გახსნა
შემოდგომაზეა დაგეგმილი. იგი ვიზიტორებს 123 ნომერს
შესთავაზებს.