14 შენობა 4 თვეში - ,,ელემენტ კონსტრაქშენისა“ და ,,ნოსტეს“ თანამშრომლობა მასშტაბური პროექტით გრძელდება.
15 500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე მეფრინველეობის 8 ფერმა, საწარმოს დამხმარე 4 ნაგებობა და 2 ოფისი შენდება.
,,ელემენტ კონსტრაქშენს“ ეკუთვნის ასევე ,,ნოსტეს“ ახალი კომპლექსის პროექტირება.
კომპანიებს შორის თანამშრომლობა 2020 წელს ამბიციური გეგმით დაიწყო. 3.5 თვის განმავლობაში ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ მეურნეობისთვის 15 ნაგებობა ააშენა. განსაკუთრებული ყურადღება საწარმოს HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობას დაეთმო.
შედეგად ,,ნოსტე“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს. მეფრინველეობაში 2 მლნ-მდე ფრთა ბროილერის ქათამი ჰყავთ. ეს კი წლიურად, დაახლოებით, 3 000 ტონა ხორცის წარმოებას გულისხმობს. კომპანიის გეგმის მიხედვით, ინდუსტრიული მშენებლობის დასრულების შემდეგ, გაფართოებული მეურნეობის წარმოების მაჩვენებელი 6 000 ტონამდე გაიზრდება.
,,ნოსტეს“ ფერმა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანიაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.
ინდუსტრიულ მშენებლობას ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ შპს ‘’Georgian Poultry Production“-ის დაკვეთით ახორციელებს.