,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ,, ვაინ კახეთის“ ქარხნის მშენებლობა დაასრულა. კომპანიების წარმომადგენლებმა ,,ბიემჯის“ მაღალტექნოლოგიური საწარმო გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
,, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო მშენებლობის სისწრაფე და ხარისხი. ამ კომპანიის პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა დაწყებიდან, დაახლოებით, 4 თვეში ჩაგვაბარა ასეთი თანამედროვე და მაღალი წარმადობის ღვინის საწარმო. მომავალში ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები - ,,ელემენტ კონსტრაქშენის” დახმარებით, ამავე ტერიტორიაზე, ვაპირებთ სპირტის ქარხნის და სასტუმროს მშენებლობას“, - განაცხადა ,,ვაინ კახეთის“ დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანიას ეკუთვნის პროექტის კონსტრუქციული გადაწყვეტაც.