N1 ინდუსტრიული სამშენებლო კომპანიის ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი ,,ევროთრეიდის“ საწყობისა და ოფისის მშენებლობაა.
საწყობისთვის განკუთვნილ ზონაში სრულდება ლითონ-კონსტრუქციებისა და სენდვიჩ-პანელების მონტაჟი. სამშენებლო ციკლის მომდევნო ეტაპი კი მოპრიალებული ბეტონის იატაკის მოწყობაა.
რაც შეეხევა საოფისე ნაწილს, ტერიტორიაზე სენდვიჩ-პანელებისთვის ლითონის კარკასის მონტაჟი და ბლოკის წყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინდუსტრიული მშენებლობა თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, 2458.1 კვ.მ-ს არეალს მოიცავს.