ელემენტ კონსტრაქშენი მდგრადი განვითარებისთვის

CORPORATE RESPONSIBILITY AWARD 2021-ზე დამსწრე საზოგადოება ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ ხუთ პროექტს გაეცნო. განხორციელებული აქტივობებით, სამშენებლო კომპანია ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას.

,,ელემენტ კონსტრაქშენის“  პროექტები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ახალგაზრდა მეწარმეთა მხარდაჭერა,  ხარისხიანი განათლება და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, სოციალური მეწარმეობის განვითარება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო სტანდარტების დამკვიდრება. ,,პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი და დაგვაყენა ახალი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე.  სწორად ამ დროს, განსაკუთრებით საჭიროა ბიზნესის აქტიური როლი, რათა არ შეფერხდეს 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება“, - აცხადებენ კომპანიაში.

,,კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021“-ის ცერემონია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივის - UN Global Compact-ის წევრია.

09.11.2021
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული