N1 ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,, ელემენტ კონსტრაქშენი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს თელავში ღვინის ქარხნის მშენებლობას. პროექტი ,,ვაინ კახეთის“ დაკვეთით, 6 000 კვ.მ. ტერიტორიაზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ ეკუთვნის პროექტის კონსტრუქციული გადაწყვეტაც.
,,ვაინ კახეთის“ საკუთრებაშია 150 ჰექტარი ვენახი, თუმცა კომპანია ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ჩაიბარებს. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ აშენებულ ქარხანაში 10 დასახელების ღვინის წარმოება იგეგმება. პროდუქციის ექსპორტისთვის კი ევროკავშირის ქვეყნებიც მოიაზრება.