,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
,,კომპანიის საქმიანობა თანხვედრაშია საერთაშორისო რეგულაციებთან. ჩვენთვის ხარისხი პრიორიტეტულია. ISO 9001:2015 გამორიცხავს მთელ რიგ რისკებს სამშენებლო პროცესში. აღნიშნული სტანდარტი ნიშნავს, რომ მშენებლობის, ორგანიზაციული მოწყობის, ბიზნეს პროცეს მენეჯმენტის და იურიდიული ასპექტების ხარისხი თანმიმდევრულია. იგი სერვისის მუდმივი გაუმჯობესების გარანტიას იძლევა,“- აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლადო ბუსკივაძე.
,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ სერტიფიცირება გაიარა შვეიცარიულ კომპანიასთან Société Générale de Surveillance, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა ინსპექტირების, ტესტირებისა და სერტიფიკაციის მიმართულებით.
9001:2015 -ის მიღების პროცესში ჩართული იყო ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია C-team Management Consulting.