,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ,,სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის“ ახალი კამპუსისა და საერთო საცხოვრებლის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უმეტესი ნაწილი დაასრულა, ობიექტის დანარჩენ ტერიტორიაზე კი მოსაპირკეთებელი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.
საერთაშორისო სტანდარტების კამპუსში სტუდენტებს დახვდებათ: საერთო საცხოვრებელი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული მოედანი, ფიტნეს ცენტრი, რეკრეაციული ზონა და ავტოსადგომი.
საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობის მხრივ, მიმდინარე წელი ,,ელემენტ კონსტრაქშენისთვის“ განსაკუთრებით აქტიურია. კომპანიამ ,, მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით წარმატებით დაასრულა საჯარო სკოლების მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.