,,ელემენტ კონსტრაქშენი“ სოციალურ საწარმოსთან ,,ცოდნის კაფე“ მეორე წელია ახალგაზრდების განათლების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს.
განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა, ახალგაზრდა მეწარმეთა სტარტაპების მხარდაჭერა - პროგრამების მიმართულებების შესახებ ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მარკეტინგის მენეჯერმა ეკატერინე მამამთავრიშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ სტუმრობისას ისაუბრა.
,,ელემენტ კონსტრაქშენის“ მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასა სოციალური საწარმოს ,,ცოდნის კაფე“ თანადამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმაც.