საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ სამშენებლო მოედანზე სოფელ ბიწმენდში.
მშენებლებმა მიმდინარე სამუშაოებისას ორი დერგი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც კომპანიამ დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალს მიმართა.
არქეოლოგებმა ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი ვარაუდით, მასალა გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება.
სოფელ ბიწმენდში ,,ელემენტ
კონსტრაქშენმა,“ 90 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების
საჯარო სკოლა ააშენა.