ჭიათურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა დასრულდა

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის შესაბამისი საჯარო სკოლების მშენებლობა კიდევ ორ რეგიონში დაასრულდა.

სოფელ რგანში შენობა 150, ბიწმენდში კი 90 მოსწავლეზეა გათვლილი. ორსართულიანი ნაგებობა  მოიცავს საგანმანათლებლო პროცესისთვის აუცილებელ სხვადასხვა სივრცეს. მოწყობილია სპორტული მოედნებიც.

აღნიშნულ პროექტებს წინ უძღოდა წარმატებით დასრულებული სკოლები ახალქალაქისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

დამკვეთი: ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“.

29.04.2021
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული