,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ,,მეღვინეობა ბინეხისთვის“ ფუნქციურად მრავალფეროვანი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ობიექტი თანამედროვე ინდუსტრიული არქიტექტურით გამოირჩევა.
შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი საწარმოსა და ლაბორატორიას დაეთმობა. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცე. კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კუთხე კი, რასაკვირველია, მარანი იქნება.
,,მეღვინეობა ბინეხი“ საქართველოს მასშტაბით, 90 ჰექტარ მიწას ფლობს. მისი ლოგოს ქვეშ შეხვდებით როგორც ტრადიციულ, კლასიკურ ღვინოებს, ასევე კომპანიის ავტორობით შექმნილ ექსკლუზიურ სასმელებს.