,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ,,არქის“ დაკვეთით ენერგოეფექტურ მშენებლობას განაგრძობს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტში გამოიყენება YTONG-ის ბლოკი, რომელიც ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. ენერგოეფექტურობა კი გარემოზე ზრუნვის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
,,არქი ვარკეთილის“ 18-სართულიანი კორპუსი 3-დონიანი ავტოსადგომით იქნება აღჭურვილი. პროექტისთვის გამოყოფილია რეკრეაციული სივრცეც, რომელიც საბავშვო და სპორტულ ზონას გააერთიანებს.