თენგიზ კაპანაძე-მაკდონალდსი 100%-ით ენდობა ელემენტ კონსტრაქშენს

,,ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, როგორი სანდო კომპანიაა ,,ელემენტ კონსტრაქშენი“. ამის  საფუძველს განხორციელებული რთული პროექტები მაძლევს - მაღალი  ხარისხისა და ვადების სრული დაცვით. არა მგონია,  ბევრ კომპანიას ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება.  ასევე გამოირჩევიან სწორი დაგეგმარებისა და მენეჯმენტის  ღრმა ცოდნით. ჩვენ, როგორც ,,მაკდონალდსი“  ,,ელემენტ კონსტრაქშენს“ 100%-ით ვენდობით“,- განაცხადა ,,მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა. თენგიზ კაპანაძე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ კომპანიები არაერთ ერთობლივ პროექტს განახორციელებენ.

პარტნიორობამ ,,ელემენტ კონსტრაქშენსა“ და ,,მაკდონალდს“ შორის უწყვეტი ფორმა 2007 წელს, ქუთაისში, განხორციელებული პროექტის შემდეგ მიიღო. სამშენებლო კომპანია რესტორნების გლობალური ქსელისთვის განსაკუთრებული სპეციფიკის პროექტებს ახორციელებს. მათ შორისაა, 2019 წელს საბურთალოზე მდებარე ფილიალის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, რომელიც რესტორნის მუშაობის პარალელურად მიმდინარეობდა. 2020 წელს კი, პანდემიის პირობებში, ,,ელემენტ კონსტრაქშენმა" რეგულაციების სრული დაცვით,  ევროპაში ,,მაკდონალდსის" პირველი ობიექტი ააშენა.

16.10.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული