,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 150 მოსწავლეზე გათვლილ სკოლას აშენებს.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს ინტერიერის სამუშაოებსა და გარე ტერიტორიის მოპირკეთებას.
საგანმანათლებლო ობიექტის პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაკვეთით ხორციელდება.
მიმდინარე ობიექტის პარალელურად კი, საჯარო სკოლებს ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ზუგდიდის, ახალქალაქისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში აშენებს.