ელემენტ კონსტრაქშენმა მასშტაბური ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო

„ელემენტ კონსტრაქშენმა“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, გუდაურთან დამაკავშირებელ საბაგირო გზასთან, მასშტაბური ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო.

24 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული პარკინგი 700-ზე მეტ  მანქანასა, 5 ავტობუსსა და 15 მიკროავტობუსზეა გათვლილი. ავტოსადგომთან დამსვენებლების ინტერესებზე მორგებული მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. კომპლექსი შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება.

21.09.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული