საჯარო სკოლის მშენებლობა მცხეთის მუნიციპალიტეტში

,,ელემენტ კონსტრაქშენი“ მცხეთის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლის მშენებლობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. პროცესი შრომის უსაფრთხოების სრული დაცვით მიმდინარეობს.

ამჟამად,  გადახურვის ფილის ჩასხმით,  შენობის მონოლითური სამუშაოები დასრულდა. შემდეგი ეტაპი  კი კედლების ამოყვანა და სარემონტო სამუშაოებია. 

ორ-სართულიანი საგანმანათლებლო ობიექტი, რომელიც 90 მოსწავლეზეა გათვლილი,  სხვადასხვა დანიშნულების სივრცეს გააერთიანებს. შენობა შშმ პირებისთვის სრულად  ადაპტირებული იქნება. სკოლის ეზოში  მოეწყობა სპორტული ზონაც.

მიმდინარე ობიექტის პარალელურად, საჯარო სკოლებს ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ ზუგდიდის, ჭიათურისა და  ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში აშენებს.

დამკვეთი - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

09.09.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული