ელემენტ კონსტრაქშენმა ტერმინალ თაუერსის რემონტი დაასრულა

ელემენტ კონსტრაქშენმა რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცის რემონტი დაასრულა.

ეს
Terminal Towers-ია. სამშენებლო კომპანიამ ობიექტისთვის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ოფისები, კაფე-ბარი, სარელაქსაციო ზონა და სხვადასხვა დანიშნულების ფართი მოაწყო.  სივრცის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ელემენტი ტერაცოს იატაკია. Terminal Towers-ის სტუმრებს ყურადღების გარეშე არ დარჩებათ შეხვედრებისთვის განკუთვნილი სცენა-ოთახი, სადაც ექსკლუზიური პროდუქტი - რუსტიკის იატაკია გამოყენებული.  ობიექტი 500 მომხმარებელზეა გათვლილი, რაც მასშტაბით, რეგიონში უპრეცედენტოა.

სარემონტო სამუშაოები 2 840 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობდა.

პროექტის ინტერიერის დიზაინერია ევგენია გორდინსკაია. მას ეკუთვნის ,,ტერმინალის“ საბურთალოს ფილიალის დიზაინიც, სადაც სარემონტო სამუშაოები ასევე ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ განახორციელა.

11.08.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული