ელთიბი პალიტრას საწარმოს მშენებლობა

ელემენტ კონსტრაქშენი ,,ელთიბი პალიტრას“ საწარმოზე მუშაობას აგრძელებს.

ბრენდისთვის, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ავეჯის მასალების  ფართო არჩევანსა და საერთაშორისო სტანდარტის სერვისებს სთავაზობს,  ,,ელემენტ კონსტრაქშენი“  მრავალფუნქციურ საწარმო ნაგებობას აშენებს. სხვადასხვა დანიშნულების ფართი 4 სართულიან კომპლექსს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.  შენობა მოიცავს საამქროს, შოურუმს, ოფისებსა და საწყობებს.

ამჟამად ინდუსტრიულ ობიექტზე სენდვიჩ პანელების მონტაჟი და ბლოკის წყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ ააშენა ,,ელთიბი პალიტრას“ საამქროს პირველი შენობაც.
10.08.2020
0
თანამშრომელი
0
დამკვეთი
0
პროექტი
0
ტექნიკის ერთეული